“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მაგიდის უჯრაში 50 საარჩევნო ბიულეტენი იპოვეს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მაგიდის უჯრაში 50 საარჩევნო ბიულეტენი იპოვეს“,-ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ხათუნა ხოფერია ავრცელებს და ფაქტს სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებს.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა დააფიქსირა.
​ხოფერიას თქმით,“ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბიულეტენების გამოყენებას ოლქების დახურვის შემდეგ აპირებდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა.
„ადგილზე იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შედგა ოქმი და საქმე გადაეცა ცესკო-ს, რომელიც ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება და საქმე გადასცეს პროკურატურას. “ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბიულეტენების გამოყენებას ოლქების დახურვის შემდეგ აპირებდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა და მთლიანად პროცესი იყო არასანდო, დაუცველი. სხვა უბნებზეც არის ფაქტები, რომლებიც ასევე ბიულეტენებს ეხება“,-აცხადებს ხოფერია.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ მეოთხე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი კომენტარზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არ იცის, საიდან აღმოჩნდა მისი მაგიდის უჯრაში ბიულეტენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები