“ადამიანის უფლებათა ცენტრი”: ომალოში ამომრჩევლები კაბინაში კონვერტებით შევიდნენ

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მობილური ჯგუფის ინფორმაციით, პანკისში, თითქმის ყველა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან პირები, რომლებიც იწერდნენ არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს.
„ჯოყოლოში, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები აგიტაციას ეწეოდნენ და ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე კარგი პარტიაა. სოფელ ომალოში ამომრჩევლებს კაბინაში შესვლისას თან ატანდნენ კონვერტებსაც. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მითითების შემდეგ, მსგავსი დარღვევა აღარ განმეორებულა“, – აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები