„როიტერი“ : საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, ქართული ოცნება“ იმარჯვებს – ფოტოკოლაჟი

საქართველოში დღეს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს მსოფლიო ახალი ამბების სააგენტო “როიტერი“ ეხმაურება. სააგენტოს ინფორმაციით, არჩევნები საქართველოსთვის „სტაბილურობის ტესტს“ ნიშნავს.
სააგენტო ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს, ის რუსეთის და დასავლეთის ინტერესების სფეროში შედის. ასევე, საუბარია იამზე, რომ ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ამჟამად პრორუს სეპარატისტებს აქვთ ოკუპირებული.
„როიტერის“ ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ამასთანავე, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ასევე 5%-იანი ბარიერი, შესაძლოა, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „პატრიოტთა ალიანსმაც“ გადალახონ.
14627724_10206969914237950_899985809_n 14642797_10206969914277951_438140780_n 14642865_10206969914357953_90529229_n 14627956_10206969914437955_1358553257_n 14608171_10206969914397954_1638882303_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები