გიორგი ახვლედიანი: გლდანი-მუხიანის 86-ე ოლქში „ნაციონალები“ ბიულეტენებს იპარავდნენ – ვიდეო

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, გლდანი-მუხიანის 86-ე ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან სს დანაშაული დაფიქსირდა, რაც საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების მოპარვას გულისხმობს.
„86-ზე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” რეგისტრატორებმა გადაწყვიტეს, პროპორციული სიის ბიულეტენები მოეპარათ. ჩვენმა წარმომადგენლებმა ეს დააფიქსირეს. კერძოდ კი, მაჟორიტარობის კანდიდატმა ბესო დანელიამ ამხილა ისინი. კომისიის წევრებმა შემდეგ გადაამოწმეს ბიულეტენები და დანაკლისი, მართლაც, აღმოჩნდა. კომისიის ყველა წევრმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ “ნაციონალების” წარმომადგენლებმა მოიპარეს ბიულეტენები. მათ სასწრაფოდ შეუჩერდათ არჩევნებში მონაწილეობისა და ჩართულობის უფლება. მათ მოეხსნათ უფლებამოსილება და ბიულეტენების გატაცების ფაქტი აღმოიფხვრა. ადგილზე სამართალდამცველებიც გამოიძახეს და რეაგირება ყველა დონეზე მოხდა. რა რაოდენობის ბიულეტენებს იტაცებდნენ, ჯერჯერობით არ არის დადგენილი“, – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები