ლექსო კობაიძე: ეგზიტპოლები არანაირ გართულებას არ გამოიწვევს

“​ეგზიტპოლები საზოგადოებას არანაირი უსამართლობის განცდას არ გაუჩენს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ლექსო კობაიძემ განაცხადა.
კობაიძე მიიჩნევს, რომ ეგზიტპოლების თემით პოლიტიკოსები საზოგადოებაზე მანიპულირებას ცდილობენ. უფლებადამცველი თვლის, რომ საარჩევნო უბნებში მასობრივი დარღვევები არ არის, ამიტომ, მისივე ინფორმაციით, ეგზიტპოლის შედეგი არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ იმოქმედებს.
“საარჩევნო გარემოს აკვირდება უამრავი დამკვირვებელი და თავად პოლიტიკური პარტიები, ამიტომ ეგზოტპოლები ცდომილებაშიც რომ მივიდეს ცესკოს მონაცემებთან, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.
​ამ თემით ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, ხალხზე მანიპულირებას“, – განაცხადა ლექსო კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები