ლექსო კობაიძე: პირველად საქართველოს ისტორიაში, არ გვეყოლება ორპარტიული პარლამენტი

„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ხელმძღვანელი“ ლექსო კობაიძე მრავალპარტიულ პარლამენტს პროგნოზირებს
ლექსო კობაიძე თვლის, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პარტიებმა მოახერხეს ამომრჩევლის წინაშე მობილიზებულად წარმდგარიყვნენ. მისი პროგნოზით, ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.
“ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, პარლამენტში ვერ მოხვდება მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა. ყველა პარტია შეეცდება, უბნების დახურვამდე გამოიყვანოს სახლიდან საკუთარი ამომრჩეველი.
ვინ და რა დოზით მოხვდება პარლამენტში, ამას გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა, რაც მთავარია, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში“, -განაცხადა ლექსო კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ბევრ საარჩევნო უბანში მეორე ტური იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები