ლექსო კობაიძე: ეს არჩევნები რომ აქტიური და მობილიზებული იქნებოდა, დილიდანვე ეტყობოდა

“საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვა”, – ამის შესახებ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელმა, ლექსო კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლექსო კობაიძე მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის უმნიშვნელო დარღვევებია დაფიქსირებული, რაც არჩევნების ლეგიტიმაციას ხელს არ შეუშლის. მისი ინფორმაციით, პრობლემურ რეგიონად რჩება ქვემო ქართლი, ენობრივი ბარიერის გამო, თუმცა, მისივე ინფორმაციით, ხარვეზები იქაც დროულად იქნა აღმოფხვრილი. „დარღვევები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ის არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში მცირე ხარვეზები დროულად აღმოიფხვრა. ზოგადად, არჩევნები მშვიდ და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს. მართალია, ეს აქტივობა 2012 წლის არჩევნებთან შედარებით დაბალია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მაშინ იყო სხვა პოლიტიკური მუხტი.
მე რაიმე სახის ექსცესებს გამოვრიცხავ“, -განაცხადა „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ლექსო კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები