ცესკო: ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა – დუშეთისა და ლაგოდეხის ბიულეტენები ერთმანეთს შეერია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული არჩევნების ბიულეტენები ერთმანეთს შეერია. ცესკოს სპიკერი აღნიშნული ხარვეზის მიზეზად სტამბის შეცდომას ასახელებს და აცხადებს, რომ სტამბაში ბიულეტენები არასწორად აიკინძა. როგორც მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო კომისია აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„სავარაუდოდ, სტამბამ ბიულეტენები ბლოკნოტებად არასწორად აკინძა. ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები. ასეთი სულ ორი ბლოკნოტია. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა კომისია იმსჯელებს და კანონის თანახმად, გააბათილებს იმ ბიულეტენებს, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და ლაგოდეხში გამოიყენეს“, – განმარტავს ანა მიქელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები