ქარელის ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

ქარელში, ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად მიდიოდა, უეცრად კი შეუძლოდ გახდა.
მამაკაცი ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი მანქანით წაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა ის საავამდყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შს სამინისტრომ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები