ავარიის შედეგად, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის სიმამრს ხელის ამპუტაცია დასჭირდა

ქუთაისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი მხეიძის სიმამრს ხელის ამპუტაცია დასჭირდა. ამის შესახებ „კვირას“ მაჟორიტარობის კანდიდატის პრესსამსახურში განუცხადეს.
მისი თქმით, ამჟამად, პაციენტი საავადმყოფოში იმყოფება და იგი ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადის. მხეიძის სიმამრი კონტაქტურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შემთხვევა დღეს დილით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა.
ავტომანქანაში 55 წლის მამუკა მხეიძესთან ერთად  კიდევ ერთი მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა იგი არ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები