ლუკაშენკო – ჩვენ არც სირიაში, არც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მივიღებთ

ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისი ქვეყანა არც სირიაში, არც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, მინსკი მომავალშიც გაწონასწორებულ პოლიტიკას გაატარებს.
„ჩვენ სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არც გვჭირდება და შეუძლებელიც არის. ამასთანავე, ძალიან განვიცდით იმას, რაც იქ ხდება, ვდგავართ სირიის მოსახლეობის გვერდით. უკრაინაშიც არ წავალთ ტანკებით, იქ ტრაქტორებით წავალთ. ისინი ჩვენი ძმები არიან. არანაირმა წუთიერმა ინტერესმა და უაზრო მოძრაობებმა პოლიტიკოსების მხრიდან ეს ერთიანობა არ უნდა დაანგრიოს,“ – განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთიც ბელორუსიისთვის მოძმე ქვეყანაა, მაგრამ  ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ანხორციელებს ქმედებებს, რომლებიც რუსი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. პოლიტიკოსების სახელები მან არ დააკონკრეტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები