მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გია ცხადაძე, მეტსახელად „გია წყალტუბოელი” დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს თანამშრომლებმა ე.წ. კანონიერი ქურდი “გია წყალტუბოელი” დააკავეს. 38 წლს მამაკაცი რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება“მ – განუცხადეს „ტასს“ შს სამმართველოში.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული დამნაშავეთა შორის აქტიურ ქმედებებს ახორციელებდა. კერძოდ, დანაშაულებრივი დაჯგუფებების გავლენის გასაძლიერებლად, ასევე დაკავებული იყო ბინების გაქურდვით, ძარცვით და ყაჩაღური თავდასხმებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები