პუტინმა შსს-ს 10 გენერალი სამსახურიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიენტმა ვლადიმერ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 გენერალი სამსახურიდან დაითხოვა. შესაბამისი ბრძანებულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, ექსპერტები გენერლების გადაყენებას რუსეთის გვარდიის შექმნას უკავშირებენ. სააგენტოს ცნობით, პრაქტიკულად ყველა მაღალჩინოსანი იმ ქვედანაყოფებს მეთაურობდა, რომლებიც გვარდიის შემადგენლობაში გადაიყვანეს.
პუტინმა რუსეთის გვარდიის შექმნის გადაწყვეტილებას 4 ივლისს მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები