მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა მიიღო

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მიიღო. პრემია მას დაჯგუფება „ფარკთან“ მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულების გამო გადასცეს.
სამშვიდობო შეთანხმება ოქტომბრის ბოლოს იყო ხელმოწერილი. მას სანტოსმა და „ფარკის“ ლიდერმა ტიმოლეონ ჰიმენესმა მოაწერეს ხელი. ნობელის პრემიის კანდიდატებს შორის ორივე ეს პიროვნება ფიგურირებდა.
ფარკის“ დაჯგუფებასთან სამხედრო დაპირისპირება 50 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას 250 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები