დუმის დეპუტატებმა პუტინს 450 ვარდი გაუგზავნეს

„ედინაია როსიას“ წევრი, დუმის დეპუტატი, კოსმონავტი  ვალენტინა ტერეშკოვა დუმის სხდომაზე ვლადიმერ პუტინისთვის 450 ვარდის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. პუტინი დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს.
„თუ წინააღმდეგი არ ხართ, მოდით, პუტინს კალათით 450 ვარდი გავუგზავნოთ.  ჩვენ 450 დეპუტატი ვართ და თითოეულმა თითო ვარდი გავუგზავნოთ. ეს იქნება მადლობა მისი დაუღალავი შრომისთვის“, – განაცხადა ტერეშკოვამ.
7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინს 64 წელი შეუსრულდა. პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამ დღეს ის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები