შტორმ „მეთიუს“ შედეგად ჰაიტიზე 300 ადამიანი დაიღუპა

შტორმ „მეთიუს“ შედეგად ჰაიტის კუნძულებზე 300 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გუშინ ინფორმაცია გავრცელდა 23 დაღუპულის შესახებ
ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, ვინაიდან ქვეყნის გარკვეულ რეგიონებთან დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით კი შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 339-ს შეადგენს.
შტორმმა ფაქტობრივად მთლიანად დაანგრია ქალაქი ჟერემი, აქ შენონების 80-ია განადგურებული.
ჰაიტი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მოსახლეობის უმეტესობა ქოხებში ცხოვრობს, რომლებმაც სტიქიის დარტყმას ვერ გაუძლო. „მეთიუ“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შტორმია ატლანტის ოკეანის რეგიონში ბოლო 10 წლის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები