გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა

გორში, სტალინის გამზირზე, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე თავდაპირველად სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ავტომობილის, სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, თუმცა მამაკაცის გარდაცვალების გამო საქმე გადაკვალიფიცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები