„ნოვა“-ს ფილიალში „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სასაწყობე-საწარმოო მეურნეობის და საწარმოო ხაზების დანერგვის სამუშაოებს ზურაბ პატარაძე და რამაზ ბოლქვაძე მოინახულებენ

ხვალ, ბათუმში, შპს „ნოვა“-ს ადლიის ფილიალში „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში 11 ათას კვადრატულ მეტრზე სასაწყობე-საწარმოო მეურნეობის და საწარმოო ხაზების დანერგვის სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ზურაბ პატარაძე და აჭარის მთავრობის ფინანსთა და ეკონომის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე მოინახულებენ.
სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ 2007 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ამ დროისთვის კომპანიის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში საგამოფენო დარბაზი და სასახურავე მასალების ქარხანა. ქალაქ ბათუმში – საგამოფენო დარბაზი, სასახურავე მასალების ქარხანა, ავზების საწარმო, ასევე „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სასაწყობე-საწარმოო მეურნეობა ადლიის ფილიალში. 3. „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში კომპანია „ნოვამ“ სესხი ორ ეტაპად აიღო. პირველი სესხი 2015 წლის დეკემბერში – 1 მილიონ 250 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ფარგლებში დაგეგმილი პროექტი 2016 წლის დეკემბერში დასრულდება. „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში „ნოვამ“ 250 ათასი აშშ დოლარი საბრუნავი საშუალებების, 500 ათასი აშშ დოლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის და 500 ათასი აშშ დოლარი საწარმოო ხაზების შეძენა გამართვისთვის გადაანაწილა. საწარმოო ხაზებისთვის გამოყოფილი სესხის ფარგლებში შეძენილია 5 ახალი საწარმოო ხაზი. (მეტალოკრამიტის სასახურავე მასალის საწარმოო დანადგარი, პროფილირებული ფენილის და გოფრირებული სახურავის რეგულირებადი საწარმოო დანადგარი, განივი ჭრის და ორი სახის გრძივი ჭრის დანადგარი). პირველი პროექტის ფარგლებში არაპირდაპირი წესით 30-35 ადამიანია დასაქმებული, ორი წლის განმავლობაში შეიქმნება 20-30 მუდმივი სამუშაო ადგილი. 4. აწარმოე საქართველოს პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში კომპანიამ 2016 წელს 750 ათასი აშშ დოლარის სესხი მიიღო. აღნიშნული სესხიდან კომპანიამ 150 ათასი აშშ დოლარი საბრუნავი საშუალებებისთვის, 262 ათასი აშშ დოლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 338 ათასი აშშ დოლარი დამატებითი საწარმოო ხაზების დანერგვისთვის გამოყო. მეორე ეტაპის პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. 2017 წლის თებერვლისთვის იგეგმება დამატებით 7 ახალი საწარმოო ხაზის გახსნა ადლიის ფილიალის ტერიტორიაზე. მეორე პროექტის ფარგლებში არაპირდაპირი წესით დასაქმდება 25-30 ადამიანი, ორი წლის განმავლობაში შეიქმნება 10-15 მუდმივი სამუშაო ადგილი. ამ ეტაპზე კომპანია ნოვას თბილისის და ბათუმის ფილიალებში საგამოფენო დარბაზებსა და საწარმოებში დასაქმებულია 205 ადამიანი. გასულ წელს ნოვას თანამშრომელთა რაოდენობა 149 ადამიანს შეადგენდა. „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში აღებული სესხის გარდა ნოვას მიერ ადლიის ფილიალის მოსაწყობად ჯამში 2 მილიონიანი საკუთარი ინვესტიციის, საერთო ჯამში 4 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. 5. ამ დროისთვის ადლიის ფილიალის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს პლასტმასის ნაკეთობათა წარმოება. „ნოვა“ პოლიეთილენის წყლის ავზებს 2014 წლიდან აწარმოებს. ავზები იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა მექსიკური ნედლეულით და იტალიური დანადგარებით. საერთო ჯამში აღნიშნული საწარმო წელიწადში 600-800 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს.
nova2
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები