„ნაციონალებმა“ არეულობის გეგმის განხორციელება დაიწყეს – რა შედეგები მოჰყვა „მაიდანს“ უკრაინის ეკონომიკისთვის“

„ნაციონალებმა“ არეულობის გეგმის განხორციელება დაიწყეს, – ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს პოლიტიკური კონსულტანტი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.
გოგავა იმ შედეგებზე საუბრობს, რაც უკრაინაში „მაიდანს“ მოჰყვა.
„ნაციონალებმა“ არეულობის გეგმის განხორციელება დაიწყეს. სპექტაკლი გივი თარგამაძის მანქანის მონაწილეობით და უდანაშაულო გამვლელების დაზიანებით დაიწყო. გეგმა აქვთ 2-3 თვიანი არეულობის მოწყობისა, უკრაინაშიც ივარჯიშეს.

მინდა გაგიზიაროთ რა შედეგები მოჰყვა მაიდანს უკრაინის ეკონომიკისთვის:

ა)უკრაინის ეკონომიკა ორჯერ დაეცა 180მლრდ. დოლარიდან 90 მლრდ. დოლარამდე;
ბ) ფული გაუფასურდა 3,5-ჯერ: 1$ იყო 8 გრივნა და გახდა 27;
გ) 30%-ით მოიკლო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა;
დ) კაპიტალი გაიქცა ქვეყნიდან;
ე)ათასობით წვრილი და საშუალო ბიზნესი დაიკეტა;
ვ) ახალი საგარეო ვალების აღების გარეშე ვერ მოხერხდა ძველი ვალების გასტუმრება;
ზ) ემიგრაცია ქვეყნიდან მასიური გახდა… იმისათვის, რომ უკრაინამ მიაღწიოს 2013 წლის დონეს მინიმუმ 5-6 წელი დასჭირდება.

რას უნდა ველოდოთ საქართველოში 2-3 თვიანი ხელოვნური დესტაბილიზაციის პირობებში:

1. “პირველ სართულებს” ანუ მაღაზიებს, მცირე კომერციულ ობიექტებს გაუნახევრდებათ შემოსავალი
2. დაიხურება სავაჭრო ობიექტების 30%
3. ბაზრობებზე, სავაჭრო სახლებში, სუპერმარკეტებში განახევრდება შემოსავალი, რაც ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს და შემოსავლის წყაროს
4. შემცირდება ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა
5. განახევრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
6. საშუალო და მდიდარი ფენა დაიწყებს უცხოური ვალუტის მასიურ შესყიდვას, რაც გამოიწვევს ლარის გაუფასურებას. (უკრაინის მაგალითს თუ ავიღებთ 1$ გახდება 6-7ლარი)
7. სახელმწიფოს გაუჭირდება ხელფასების, პენსიების, სოციალური დახმარებების გადახდა
8. ბიუჯეტში შემოსავლები განახევრდება
9. ტურისტების რაოდენობა მინიმუმადე დავა, რაც ნიშნავს ახალი წლის, ზამთრის სეზონის ჩავარდნას ბაკურიანსა და გუდაურში
10. საგარეო ვალების გასასტუმრებლად ახალი ვალის აღება გახდება საჭირო. უნდა გვესმოდეს, რომ „ნაცმოძრაობის“ გეგმები არეულობის მოწყობის ამ შედეგებს მოიტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები