ინტერნეტში ვირუსის კოდი გავრცელდა – ექსპერტები მასიურ ჰაკერულ შეტევას ელიან

კომპიუტერული ვირუსის კოდი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასიური ჰაკერული შეტევის დროს გამოიყენებოდა, ქსელში გავრლცელდა და მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ექსპერტები შიშობენ, რომ ეს მასიურ ჰაკერულ შეტევებს გამოიწვევს, რომელიც ინტერნეტ საიტების მუშაობის პარალიზებას მოახდენს.
კოდი სახელწოდებით  Mirai ჰაკერების პოპულარულ ფორუმზე ორი დღის წინ გამოქვეყნდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  ეს კოდი სექტემბრის ბოლოს ბლოგერ ბრაიან კრებსის საიტზე თავდასხმის დროს გამოიყენებოდა. ეს ადამიანი კიბერუსაფრთხოების თემებზე წერს. მის საიტს წამში 620 გიგაბიტის მონაცემების თავდასხმა მოხდა, რის გამო ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები