გორში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა. „კვირას“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო.
შემთხვევა საბჭოს ქუჩაზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო ბრიგადის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.
დაზარალებული სასწრაფოს ბრიგადამ გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კლინიკის მიმღები განყოფილების ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული.
„კვირას“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმდებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები