სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას სხვა პლანეტების კოლონიზაციას ურჩევს

ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას სხვა პლანეტების კოლონიზაციას ურჩევს. „მიმაჩნია, რომ კაცობრიობას არა აქვს მომავალი თუ ის კოსმოსში არ გავა“ – განაცხადა მეცნიერმა. მან საკუთარი მოსაზრება ჩამოაყალიბა წიგნში „როგორ შევქმნათ კოსმოსური ხომალდი“, რომელსაც  გამოცემა The Guardian აქვეყნებს.
ჰოკინგს მიაჩნია, რომ დედამიწაზე3 სიცოცხლე მუდმივი საფრთხის ქვეშ არის. ის შესაძლოა განადგურებული იყოს სტიქიური უბედურების ან ტექნოგენური კატასტროფის შედეგად.
ძირითად საფრთხეებს შორის კაცობრიობისთვის ჰოკინგი ბირთვულ ომს და გენეტიკურად შექმნილი ვირუსის შეტევას ასახელებს.
ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ჰოკინგს იშვიათი დაავადება – გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი აღმოაჩნდა. ამის გამო მას საკუთარი ძალებით გადაადგილება არ შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები