„სამსუნგმა“ აღიარა, რომ მისი სარეცხის მანქანები ფეთქდება

კომპანია “Samsung Electronics”-მა, რომელსაც მანამდე ახალ სმარტფონებთან, Note 7-თან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, აღიარა, რომ რამდენიმე მომხმარებელმა სარეცხის მანქანების უსაფრთხოების სისტემის პრობლემების შესახებ აცნობა.
ამჟამად პოლიცია აშშ-ის სამომხმარებლო საქონლის უსაფრთხოების კომისიასთან ამ ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენების უსაფრთხოებას განიხილავს. ამის თაობაზე “ბი-ბი-სი” იუწყება.
კომისიამ „სამსუნგის“  სარეცხის მანქანების გამოყენების საფრთხის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე მომხმარებლებმა სარეცხის მანქანების აფეთქების შესახებ განაცხადა. საუბარია ვერტიკალური ჩატვირთვის სარეცხის მანქანებზე, რომლებიც 2011 წლის მარტიდან 2016 წლის აპრილამდე პერიოდშია გამოშვებული.
მანამდე ‘სამსუნგმა“ აშშ-დან Galaxy Note 7-ის მილიონამდე მოდელი გაიწვია, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია სმარტფონების აკუმულატორის აფეთქებების ან აალების ფაქტების შესახებ.
როგორც სააგენტო „ბლუმბერგმა“ დაითვალა, Galaxy Note 7-თან დაკავშირებული სკანდალის გამო, „სამსუნგის“ კაპიტალიზაცია რამდენიმე დღეში  22 მილიარდი დოლარით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები