ბიძინა ივანიშვილი: 2012 წელს ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა, 9 დღის შემდგომ მოვიგებთ ომს

2012 წელს ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა, 9 დღის შემდგომ მოვიგებთ ომს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ „ბობოქრობას ვეღარ შეძლებს“.
„საზოგადოება ვერ დაწყნარდა ერთი მიზეზის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ძალადობს. სიტყვა „კადაფიზაციას“ ახსენებენ. საზოგადოებამ იფიქრა, 2012 წელს ომს მოვიგებთ და დავისვენებთ. ვერ დაისვენეს, 4 წელი ემოციებზეა მთელი საზოგადოება იმიტომ, რომ ხედავენ მათ თავხედურ გამოვლინებებს და თავხედურ პოზიციებს. ახლა ვარწმუნებ საზოგადოებას, ომი ახლა სრულდება. ომი ბრჭყალებში – ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ, ამ ტერმინს სიმბოლურად ვიყენებ.
2012 წელს ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა, 9 დღის შემდგომ მოვიგებთ ომს, დასრულდება „ყვარყვარიზმი“. ისევ არიან ყვარყვარეები და ცდილობენ უკან დაბრუნებას. 9 დღეში დასრულდება ომი, მე დავიფიცებ, რომ ვიცოდი ასე რომ იქნებოდა, დაახლოებით ასეთი 4 წელი იქნებოდა. ხალხს ჰქონდა გადაჭარბებული მოლოდინი და ამან გამოიწვია ბევრის იმედგაცრუება არამარტო სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, ასევე ეკონომიკის ნაწილში. პროცესი ამ არჩევნებით სრულდება, გარწმუნებთ, რომ ამის შემდგომ მაგათ ბობოქრობას ვეღარ ნახავთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები