ლადო ბოჟაძე: ძალიან ცუდია, რომ საარჩევნო ბლოკი არა იდეოლოგიის, არამედ ფინანსების გამო იქმნება

“ის რაც ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ ხდება, ეს აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგებზე”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
ლადო ბოჟაძე თვლის, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლივ ატეხილი ხმაური ცუდ გავლენას მოახდენს არჩევნების დროს მისი გუნდის შედეგებზე. ბოჟაძის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ პოლიტიკური ბლოკი პაატა ბურჭულაძემ ფინანსური დაინტერესების მიზნით შექმნა.
“მეც იგივე შთაბეჭდილება დამრჩა ამ მოვლენებზე, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს. ძალიან ბუნდოვნად განვითარდა პროცესები. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ფინანსების სხვადსხვა წარმომავლობაში. ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკოსები თურმე ბლოკებს სხვადასხვა მიზეზების გამო ქმნიან და სხვადასხვა მიზეზების გამო იყრებიან და ეს მიზეზები, ხშირ შემთხვევაში არის ფინანსები და არა იდეოლოგია, არა ერთობლივი ხედვა ან განსხვავებული ხედვა ქვეყნის განვითარებაზე და ეს, რა თქმა უნდა, ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის შედეგებზე არჩევნების დროს აუცილებლად აისახება“, -განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს,რომ ათი დღის მანძილზე თუ პარტიები ჯანსაღად წარმართავენ საარჩევნო კამპანიას, შესაძლოა პარლამენტი იყოს მრავალპარტიული.
მისი პროგნოზით, ბარიერის გადალახვის რესურსი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ აქვს 10-მდე პოლიტიკურ სუბიექტს.
“ჩვენ გვაქვს შანსი, რომ პარლამენტი გვქონდეს მრავალპარტიული, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პარტიები ჯანსაღ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ ამ ათ დღეში და აღარ გაგრძელდება ფინანსებზე საუბარი.
მე ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებასთან” ერთად, ბარიერის გადალახვის რესურსი დღეს აქვს “ნაციონალურ მოძრაობას“, „თავისუფალ დემოკრატებს“ “პატრიოტთა ალიანსს“, ლეიბორისტურ პარტიას“ , „ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებას” და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები