ბიძინა ივანიშვილი ნაციონალებზე: ყოველთვის წინაღმდეგი ვიყავი მათ მიმართ უკიდურესი ზომების მიღების

მათ მიმართ უკიდურესი ზომების მიღების ყოველთვის წინაღმდეგი ვიყავი, – აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ივანიშვილმა შიდა ქართლში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, პოლიტიკოსებს მსგავსი შინაარსის მკვეთრი გამონათქვამებისგან თავშეკავება ურჩია.
„აუდიოჩანაწერის ავთენტურობა თუ დადასტურდა, სახელმწიფომ ამას უნდა მისცეს სწორი მიმართულება და გასაკეთებელი გააკეთოს. მათ მიმართ უკიდურესი ზომების მიღების ყოველთვის წინაღმდეგი ვიყავი. ძალიან ბევრს აქვს ობიექტური საფუძველი, რომ ბევრი მათგანი გუნდიდან, შეიძლება იმსახურებდეს ამას, მაგრამ ეს არ მოხდება, არ მოუხდება ჩვენს მომავალს. მე ვთხოვდი ამის მსურველებს, რომ თავი შეიკავონ ასეთი მკვეთრი გამონათქვამებისგან.
ჯობია, სამართლებრივი სახელწმიფოს სტატუსმა ყველაფერი გადაწყვიტოს. საზოგადოების მხრიდან მძიმე ქმედებები არც უნდა გავივლოთ თავში.
დღეს ხალხი, განაწყენებულია ჩემზე, ახალ ხელისუფლებაზე, ან აქვს ნიჰილიზმის განცდა და არც მთლად უსაფუძვლო, რომ არ დაისაჯნენ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “GDS”-ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები