ლადო ბოჟაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლებაში მოსვლის მეთოდები არ შეცვლილა

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აუდიოჩანაწერების გავრცელებისა თემას „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
ლადო ბოჟაძე ჩანაწერის ავთენტურობას არ გამორიცხავს, რადგან, როგორც თავად აცხადებს, მსგავსი მეთოდები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახალი არ არის. ბოჟაძე „ქართულ ოცნებასაც“ აკრიტიკებს იმის გამო, რომ დღემდე ვერ მოხერხდა დამნაშავეების სათანადო დასჯა.
“ეს რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” მოსალოდნელია და მათ ეს არაერთხელ გაუკეთებიათ, ამაში მგონი ეჭვი აღარავის ეპარება. ისინი 2003 წლიდან ძალადობრივი მეთოდებით მოხვდნენ ხელისუფლებაში. მოსვლის დღიდან აგრძელებენ იმავე მეთოდებით ბრძოლას. ხელისუფლება უფრო ქმედითუნარიანი უნდა იყოს სამართლის აღსრულებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაფიქრდება, თუ ვისზე არ უნდა შეაჩეროს არჩევანი 8 ოქტომბერს“,-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
პრესკონფერენციაზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა არჩევნების დემოკრატიული გზით ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება წინასაარჩევნო გარემოზეც გაამახვილა, რომელიც, მისი განმარტებით, სტაბილურ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„ჩვენ 2012 წელს შევძელით ბიულეტენით და კალმით შეგვეცვალა ხელისუფლება, მაშინ, როცა გარემო ამის საშუალებას არ იძლეოდა. დღეს ამის ყველანაირი პირობა არსებობს. პირველად საქართველოს ისტორიაში, ტარდება ყველაზე მშვიდი და სტაბილური არჩევნები. ქართველმა ხალხმა 8 ოქტომბერს დემოკრატიის გამოცდა უნდა ჩააბაროს და სწორი არჩევანი გააკეთოს, რისი დიდი იმედიც მაქვს“,-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები