“ნაციონალური მოძრაობა” და “ლეიბორისტული პარტია” არეულობის მოწყობას ერთობლივად გეგმავენ

“თოფაძე-მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა აგლაძემ, 2016 წლის საპარლამენტო არჩვენების შედეგების შემდეგ დაგეგმილი არეულობის შესახებ, “პირველის პრესკლუბში” ისაუბრა.
პოლიტიკოსის ინფორმაციით, “ლეიბორისტური პარტია” “ნაციონალურლ მოძრაობასთან” თანამშრომლობს და ისინი არჩევნების შემდეგ, არეულობის დაწყებას ერთობლივად შეეცდებიან.
აგლაძე ამბობს, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების გაპროტესტების მიზნით, აქციებს “ლეიბორისტული პარტია” გამართავს, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” შეუერთდება, რაც გეგმის მიხედვით, დიდ არეულობაში გადაიზრდება.
მისივე თქმით, მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი წევრისგან აქვს.
პოლიტიკოსი დესატაბილიზაციისა და ქვეყანაში არეულობის აღკვეთის მიზნით, სამართლებრივ უწყებებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები