ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არათუ რევოლუციის მოწყობის, არჩევნებში ხმების 10%-ის მიღების რესურსიც კი არ აქვს

გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ არ არის დადასტურებული, თუმცა მე ის უფრო მაინტერესებს, რომ გვისმენენ, ვიდრე ის თუ რა შინაარსის მატარებელი იყო საუბარი, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკის წევრმა, გიორგი ვაშაძის პარტიის წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილი თვლის, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების თემის აფიშირება წინასაარჩევნოდ ერთნაირად მომგებიანია როგორც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ასევე „ქართული ოცნებისთვის“. ხაბეიშვილისთვის საუბრის შინაარსზე მნიშვნელოვანი, მისი გავრცელებაა. ვაშაძის გუნდის წევრი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ საუბარს პირად საუბრად თვლის.
“საინტერესო ის არის, რომ ისევ უსმენენ ადამიანებს დღეს საქართველოში და ის მანკიერი დამოკიდებულება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ისევ გრძელდება. მე ის უფრო მაინტერესებს, ვინ მოისმინა, ვინ ატვირთა და გაავრცელა, ვიდრე ის თუ რაზე საუბრობდნენ. უკაცრავად, არ გვაინტერესებს, ვინ ვის რას გადაუჩურჩულებს ყურში. „ნაციონალურ მოძრაობას“ არათუ რევოლუციის მოწყობის, არამედ არჩევნებში ხმების 10%-ის მიღების რესურსიც არ აქვს. თუ მართლა იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, დასაჯონ ვინმე. 4 წლის მანძილზე გვესმის მსგავსი აჟიოტაჟი საბურავების მოგროვების თემიდან დაწყებული, თუმცა დასჯილი ჯერ არავინ გვინახავს. ეს ორი პოლიტიკური გაერთიანება სულდგმულობს ერთმანეთზე კომპრომატების გავრცელებით“, -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები