პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო 2990 კვ.მ. მიწის ნაკვეთს გადასცემს კომპანიას, რომელიც თბილისში, ქვემო ფონიჭალაში ააშენებს პლასტმასისა და მისი ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს და ამ მიზნით 665 778 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
​საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მიმართ კერძო სექტორის დაინტერესება მკვეთრად გაიზარდა, რაც მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები