იაგო ხვიჩია: ბურჭულაძის უნამუსო ლაპარაკი, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ფულთან კავშირში ვართ, არის სრული სისულელე

პოლიტიკური პარტია “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პაატა ბურჭულაძეს თაღლითი უწოდა. ხვიჩია ბურჭულაძის მხრიდან ფინანუსრ სარგებელზე საუბრობს და აცხადებს, რომ სიაში ჩასმის სანაცვლოდ „გირჩისგან“ 10 მილიონს ითხოვდა. იაგო ხვიჩია აბსურდს უწოდებს „გირჩის“ ივანიშვილთან გარიგებაზე ბურჭულაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.

,,პაატა ბურჭულაძე მალე აღარ იქნება ქართველი ბანი, ის იქნება ქართველი თაღლითი, იმდენად ბევრი მტკიცებულება დევს, იმდენად ნათელია ყველაფერი, რომ ამ ,,ნათლობის სახელის” დარქმევას ხელს არაფერი უშლის. ჩვენ ვიყავით მოლაპარაკებული და ”გირჩს” ეს მოლაპარაკება არ დაურღვევია. თანხაც, რაც საარჩევნო კამპანიისთვის იყო მისატანი, მივიტანეთ. არ მოგვითხოვია სიაში ის ადგილები, რომელიც არ გვეკუთვნოდა. პაატა ბურჭულაძის უნამუსო ლაპარაკი, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ფულთან კავშირში ვართ, არის სრული სისულელე”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები