მერაბ მეტრეველი ბურჭულაძის პარტიაში არ დაბრუნდება

პარტიიდან წასული მერაბ მეტრეველი ბლოკში დაბრუნებას არ აპირებს. მეტრეველის წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ბლოკში „გირჩის“ გაერთიანება იყო, თუმცა, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ამ ეტაპზე მისთვის პოლიტიკა ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენს.
“პაატა ბურჭულაძის კოალიციაში დაბრუნებას არ განვიხილავ, წინ და უკან სირბილი ცოტა არასერიოზულია, რაც მთავარია, ამ ეტაპზე პოლიტიკისადმი ინტერესი დაკარგული მაქვს. არ ვაპირებ პოლიტიკაში ჩართვას. ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო ბლოკში „გირჩის“ გაერთიანება, თუმცა ვაშაძე ისევ ბურჭულაძის გუნდში რჩება“, – განაცხადა მეტრეველმა.
​მერაბ მეტრეველმა, როგორც თავად აცხადებს, პაატა ბურჭულაძის პარტიაში შესვლა ახალი პოლიტიკური ძალის დაანონსებამ გადააწყვეტინა, თუმცა მისივე განმარტებით სულ მოკლე ხანში კარგად ნაცნობ პოლიტიკოსებთან მოუწია ურთიერთობამ.
“ მე, როცა პაატა ბურჭულაძის პარტიაში შევედი, მჯეროდა, რომ რაღაც ახალ პოლიტიკურ მოძრაობასთან მექნებოდა საქმე. მე არანირი სურვილი არ მქონია, ყოფილი ნაცების თუ სხვა პოლიტიკოსების გვერდით გამეგრძელებინა საქმიანობა“, -განაცხადა მერაბ მეტრეველმა. ​
მერაბ მეტრეველისთვის უცნობია მართლა ითხოვდა თუ არა პაატა ბურჭულაძე “გირჩისგან” თანხას სიაში დატოვების სანაცვლოდ, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ის პარტიის ლიდერს “გირჩთან” გაერთიანების შემთხვევაში, რეიტინგის დაცემას უწინასწარმეტყველებდა.
“მე ვერ გეტყვით დაზუსტებით, ვინ ვის რას სთხოვდა, ჩემთვის პირადად, ფული არავის მოუთხოვია. „გირჩების“ წასვლა, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. “გირჩთან” გაერთიანების დროს მე ვთქვი – ვიყავი წინააღმდეგი ამ გაერთიანების, რადგან მიმაჩნდა, რომ ბურჭულაძე იმ რეიტინგსაც დაჰკარგავდა, რაც ჰქონდა. სამწუხაროდ, არ დამიჯერეს და ერთადერთი აღმოვჩნდი წინააღმდეგი”, – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები