კახა კახიშვილი აუდიოჩანაწერზე: გამოძიების დაწყების საფუძვლები არის

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.
კახიშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიების დაწყების საფუძვლები არსებობს და მასალის ავთენტურობა უნდა დადგინდეს.
„ფირი უნდა იქნეს ამოღებული ან კონკრეტულად გავრცელებული მასალის საფუძველზე, უნდა დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზა ავთენტურობაზე. შემდგომში უკვე გამოძიება იმსჯელებს. მე ვფიქრობ, რომ გამოძიების დაწყების საფუძვლები არის“, – განაცხადა კახიშვილმა.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები