პარიზის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ორი ადამიანი დაჭრეს

შეიარაღებულმა პირმა დღეს პარიზის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ორივე დაჭრილი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაზეთ “Figaro”-ს ინფორმაციით დაჭრილები 57 წლის ქალი და 73 წლის მამაცი არიან.
ბოროტმოქმედმა მიმალვა მოახერხა. ამჟამად მას პოლიცია ეძებს. დანაშაულის მოტივები უცნობია.
სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს თავდასხმა ტერაქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები