სოსო შატბერაშვილი – ნათელაშვილი რევოლუციისთვის ემზადება, მან ოდესიდან შემოსული შავი ფული დაარიგა

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, შალვა ნათელაშვილი რევოლუციისთვის ემზადება და მოსახლეობას 8 ოქტომბერს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებისკენ მოუწოდებს.
შატბერაშვილი, ნათელაშვილის უახლოესი გარემოცვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ გუშინ, გვიან ღამით ნათელაშვილმა ოდესიდან შემოსული შავი ფული დაარიგა და აქტივისტებს 8 ოქტომბერს დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
შატბერაშვილის განცხადებით, ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის სცენარით მოქმედებს.
“ის ცდილობს, გახდეს მიშა ორი და რევოლუცია მოაწყოს. ამასთან, “მემარცხენე ალიანსი” მოუწოდებს “ლეიბორისტული პარტიის” წევრებს, ისევე, როგორც დღეს “თავისუფალი ზონის” ზოგიერთმა წარმომადგენელმა, დატოვონ პარტია, უარი თქვან სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობაზე და შეუერთდნენ “მემარცხენე ალიანსს”, – განაცხადა შატბერაშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო საგამოძიებო უწყებები აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესდებიან, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი მზადაა მათთან სათანამშრომლოდ და იმ ინფორმაციის გადასაცემად, რაც მან საჯაროდ ვერ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები