ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში მოსავლის რეალიზების პრობლემა აღარ იქნება

„ უნდა აშენდეს მცირე და საშუალო საწარმოები, გადამამუშავებელი და სამაცივრო მეურნეობა, იმისთვის რომ სეზონზე არ იყოს დამოკიდებული მოსავლის გაყიდვა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ძალისხმევა ისევ გაგრძელდება და უახლოეს დროში ეს პრობლემა მოგვარდება.
„ამ მიმართულებით ძალისხმევა ისევ გაგრძელდება და გაიზრდება და მე ვფიქრობ, უახლოეს დროში, ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს. ოთხ წელიწადში დამოკიდებულება ვაჩვენეთ, ტენდენცია შენარჩუნდება, ამაზე არაფერზე უარს არ ამბობს ახალი ხელისუფლება. უნდა გაიზარდოს რიცხვი მცირე და საშუალო საწარმოების, გადასამუშავებელი საწარმოები უნდა გაკეთდეს და გასაღების პრობლემაც, ძირითადად, ამით აისახება, რომ მარტო ნედლეული არ უნდა გაიტანო. ამავდროულად, სამაცივრე მეურნეობებიც უნდა განვითარდეს. ამ მიმართულებით ბიზნესი აქტიურია და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ეს პრობლემა გადაიჭრება, ბოლნისშიც გადაიჭრება”,- აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები