იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იაპონიის სხვა რაიონებშიც იგრძნობოდა.
თავდაპირველად ცუნამის განგაში გამოცხადდა, თუმცა ის მალევე გაუქმდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამის თაობაზე „როიტერი“ იუწყება.
იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სეისმურ ზონაში მდებარეობს. აქ 6 და მეტი მაგნიტუდის მიწისძვრების საერთო რაოდენობის 20 პროცენტი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები