„დაბრუნებამდე“… – ახმეტელის თეატრში პრემიერა გაიმართება

27 სექტემბერს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა.
როგორც „კვირას“ ახმეტელის თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლი „დაბრუნებამდე…“ გურამ ბათიაშვილის პიესა, „რომა და ჯულიას“ მიხედვით, რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელეს.  ქართველ გიორგისა და აფხაზ ამრას ერთმანეთი უყვართ, ქართულ – აფხაზური კონფლიქტის გამო მათ სიყვარულს ოჯახი უპირისპირდება… და ტრაგიკული მოვლენები შექსპირის ყველაზე ცნობილი პიესის მსგავსად ვითარდება… „ადამიანები არ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, შვილებს, არც სამშობლოს გაუფრთხილდნენ, არც ერთად ცხოვრების საუკუნეებს და მიიღეს ის, რაც უნდა მიეღოთ…“
შეყვარებულები – ქართველი გიორგი და აფხაზი ამრა მესაზღვრეს ესალმებიან… მათ სოხუმში დაბრუნება განიზრახეს…
სპექტაკლის პრემიერა სიმბოლურად 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს გაიმართება. სპექტაკლი ეძღვნება აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას.
რეჟისორები ირაკლი გოგია და ლაშა გოგნიაშვილი არიან, მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, მუსიკალური გაფორმება – ირაკლი გოგიასია.
მონაწილეობენ: გიორგი ცხადაძე, მაიკო ვაწაძე, თამარ ბეჟუაშვილი, გიგი მიგრიაული, მამუკა მაზავრიშვილი, მარინა ხარჩილავა, მზია ტალიაშვილი, ვასილ შიხაშვილი, ნელი ბადალაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, ვალერი ტორონჯაძე, სოფია სებისკვერაძე, თინათინ გვაზავა, ოთარ ჩიქობავა.
სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები