„პრომეთე/დამოუკიდებლობის 25 წელი“ – სამეფო უბნის თეატრში პრემიერა გაიმართება

30 სექტემბერს, 2,8,11 ოქტომბერს, სამეფო უბნის თეატრში დათა თავაძის ახალი სპექტაკლის „პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, ტექსტის ავტორები არიან დავით გაბუნია და დათა თავაძე. სცენოგრაფია და კოსტიუმები ქეთი ნადიბაიძეს ეკუთვნის.
მონაწილეობენ: პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, გაგა შიშინაშვილი, იაკო ჭილაია.
სპექტაკლში გამოყენებულია ესქილეს, ბარკერისა და ბოალის ტექსტები.
სპექტაკლის შესახებ: ცალკეული ადამიანის ბიოგრაფია მთელი ქვეყნის კონცენტრირებული ისტორიაა. სად იშლება ზღვარი ბიოგრაფიასა და ისტორიას შორის და სად იბადება პერსონალური მითოლოგია? აქ ყველა ადამიანი არის გმირი და ყველა გმირი პრომეთესავით მიჯაჭვულია. სამეფო უბნის თეატრი გვთავაზობს გაბედულ სანახაობას, სადაც ტრაგედია მხოლოდ იმიტომ აღსრულდება, რომ მას მაყურებელი ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები