KOKA & T.BLUES MOB “ კლუბ ,,ზაზანოვაში“ კონცერტს გამართავს

   26 იანვარს, 21:15 სთ-ზე ცნობილი ქართული ბლუზ- ბენდი “KOKA & T.BLUES MOB.“ კლუბ ,,ზაზანოვაში“ კონცერტს გამართავს. ესპანეთში გასტროლების წინ ჯგუფი კონცერტების გამართვას სხვა ქართულ კლუბებში აპირებს. ჩვენ შევხვდით და გავესაუბრეთ ბენდის ხელმძღვანელს, ბას -გიტარისტსა და სიმღერების ავტორს კოკა ცქიტიშვილს:
 – ბ-ნო კოკა, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჯგუფი ესპანეთში მიიწვიეს, სადაც თქვენი შემოქმედებით აქტიურად დაინტერესდნენ.
– დიახ, მაგრამ ჯერ მას მოგახსენებთ, რომ ჩვენს შესახებ ვრცელი მასალა პოპულარულ ესპანურ გამოცემაში დაიბეჭდა, არის ასეთი ქალბატონი მარია ვიბერლი, (Maria wibberley), რომელიც რუსულენოვანი ესპანური რადიო ,, RusRadioMarbella“ დამაარსებელიცაა, მას ძალიან მოეწონა ჩემი სიმღერები და ესპანეთში მიწვევაც სწორედ მისი ინიციატივაა. რაც შეეხება კონცერტებს, მათ მალაგაში, მადრიდსა და მარბელაში გავმართავთ.
ბ-ნო კოკა, რამდენადაც ვიცი, უცხოეთში უფრო ხშირად გამოდიხართ კონცერტებით ვიდრე საქართველოში..
– გეთანხმებით ასეა, თუმცა საქართველოშიც არ გვაკლია ტურები, კონცერტები გამართული გვაქვს: ფოთში, ქუთაისში, თელავში, 3 წლის წინ ბათუმშიც ვიყავით და ერას მოედანზე გამოვედით. მოკლედ, დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება გველის. შეგახსენებთ, ჯგუფი 1999 წელს ჩამოყალიბდა მას 4 ალბომი აქვს გამოშვებული და ყველა მათგანს უცხოელი სპონსორი ჰყავს. “KOKA & T.BLUES MOB“ -თან პარტნიორობა დანიურმა კომპანია “Marskmusic „-მა დაამყარა, რომელთანაც თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. Marskmusic წლების განმავლობაში ისეთ შემსრულებლებთან აფორმებდა კონტრაქტს, როგორებიცაა, ბი ბი კინგი, მეჯიკ სლიმი, ძმები ვინტერები, პოლ როჯერსი. დღესდღეობით კი კოკა ქციტიშვილის ბენდი აღმოსავლეთ ევროპაში ამ კომპანიის ერთადერთი პარტნიორი გახლავთ.

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები