ჯერემი კორბინი კვლავ დიდი ბრიტანეთის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერად აირჩიეს

დიდი ბრიტანეთის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ჯერემი კორბინი კვლავ ამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან პარტიის წევრთა 61,8%, ანუ 313 209 ხმა მიიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კორბინის მოწინააღმდეგემ – ყოფილმა ჟურნალისტმა ოუენ სმიტმა პარტიის 193 229 წევრის ხმა მიიღო. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა ჯერემი კორბინს უნდობლობა გამოუცხადეს, ვინაიდან ის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის აქტიურ აგიტაციას არ ეწეოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები