პრემიერის დაპირება შესრულდა – სოფელი ფოკა გაზიფიცირდა

ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ და შ.პ.ს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბენდელიანმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკას გაზიფიცირების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება ენერგეტიკის სამინისტროს მიმდინარე წლის მარტში დაევალა.
სოფელი ფოკას გაზიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ბუნებრივი აირი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფოკაში მცხოვრები 357 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.
სოფელი ფოკას სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შ.პ.ს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა. სამუშაოების ღირებულება მილიონ 50 ათასი ლარია.
ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები