ირაკლი რუხაძე: “ჰანიველ პარტნერსი” “ლიბერთი ბანკს” წლის ბოლომდე შეიძენს

”ჰანიველ პარტნერსი” “ლიბერთი ბანკს” ერთ თვეში, ამ წლის ბოლომდე შეიძენს. ამის შესახებ ჰანიველ პარტნერსის” მმართველის პარტნიორი – ირაკლი რუხაძე აცხადებს. მისივე განმარტებით, დღევანდელ მფლობელებს, იმ ხალხს, ვისაც ”ჰანიველ პარტნერსისთვის” ”ლიბერთი ბანკი” უნდა მიეყიდათ, სხვებმა უჩივლეს და სასამართლო გაჭიანურდა.
”დღევანდელ მფლობელებს, ვინც ჩვენ ”ლიბერთი ბანკი” უნდა მოგვყიდოს, უჩივლეს სხვებმა, რომლებიც ამბობენ, რომ მფლობელები ისინი არიან. სასამართლო ინგლისში გაჭიანურდა, შემდეგ დალაგდა. მე იმედი მაქვს, რომ ერთ თვეში, ამ წელში ჩვენ ამ თემას დავამთავრებთ და ”ლიბერთი ბანკს” შევიძენთ”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები