კომპანია „Snapchat“-მა ვიდეოკამერიანი მზის სათვალე გამოუშვა

კომპანია „Snapchat“-მა, რომლის მთავარი პროდუქტი ფოტოების და ვიდეოების გაცვლის მობილური პროგრამაა, გამოუშვა მზის სათვალე რომელშიც ვიდეოკამერაა ჩამონტაჟებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ახალი მოწყობილობა მაღაზიებში უკვე მიმდინარე წელს გამოჩნდება. მისი ფასი 130 დოლარი იქნება.
სათვალეში ჩამონტაჟებული კამერით 10-წამიანი ვიდეოების გადაღება იქნება შესაძლებელი. ვიდეოკამერიანი სათვალის პრეზენტაციის პარალელურად, კომპანია „Snapchat“-მა სახელიც შეიცვალა -ახლა მას „Snap, Inc“ ჰქვია. ამით კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანია საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები