დღეს “ქორთიარდ მარიოტში” ეკონომიკურ ფორუმს ბიძინა ივანიშვილი გახსნის

დღეს, 11.00 საათზე ორგანიზაცია “მოქალაქის” ორგანიზებით, სასტუმრო “ქორთიად მარიოტში” ეკონომიკური ფორუმი – “ეკონომიკური განვითარება – მიღწევები და პერსპექტივები” გაიმართება.
ფორუმზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გახსნის, ბიზნესის, პოლიტიკისა და ექსპერტული წრეების ასამდე წარმომადგენელია მიწვეული.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფორუმის შესახებ კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ვისაც არ მოსწონს ჩემი ეკონომიკური შეფასება და მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი, ოპონენტებს, პარტიებს – ყველას, ვეპატიჟები 24 სექტემბერს ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ჩემი თაოსნობით დაფუძნდა და 6 თუ 7 შეხვედრა უკვე გაიმართა. ძალიან გთხოვთ ყველა პარტიას, წარმოადგინოთ თქვენი სპეციალისტები, ვინც ეკონომიკა იცის, მეც დავესწრები ამ ფორუმს. მობრძანდით და შევაფასოთ ერთად, რისი გაკეთება შეიძლებოდა კიდევ ამ მიმართულებით და არ გაკეთდა. ვეპატიჟები ყველას, ოღონდ გამოგზავნეთ სპეციალისტები და არა დემაგოგები, რომლებიც ისაუბრებენ არგუმენტებით და ციფრებით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები