ბიძინა ივანიშვილი: მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას

“მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ და ჯერ არჩევნების პერიოდში გავაკეთოთ სწორი არჩევანი და შემდეგ არჩეული ხელისუფლება მუდმივად ვაკონტროლოთ.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, კარგად დააკვრიდით… ისევ პატრიარქს გავიხსენებდი, რომ „უფსკრულის პირას ვიყავით“ და დღეს ევროპელებს ვეჯიბრებით რეიტინგებში, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაიზარონ არჩევნებში მონაწილეობა და სწორი არჩევანი გააკეთონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები