დიმიტრი ქუმსიშვილი დიდ ბრიტანეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თი ბი სი ბანკის“ პრემიუმ სეგმენტში გადასვლის საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
„თი ბი სი ბანკის“ აქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და გავლენიან ინვესტორთა წრისათვის. „თი ბი სი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა.
დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის საფინანსო წრეების წარმომადგენლებს და გააკეთებს სპეციალურ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ.
სამინისტროს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ამერიკის საკითხებში, ალან დუნკანთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები