დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანი ტენდენციაა, როდესაც არჩევნების წელიწადში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით იზრდება

პირველი ორი კვარტლის განმავლობაში 811 მილიონ დოლარზე მეტი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეს არის 11%-ით უფრო მეტი, ვიდრე ანალოგიურ პერიოდში გვქონდა 2015 წელს, – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც “კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პირველმა ვიცე-პრემიერმა 20 ივნისს „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული ეკონომიკური ფორუმი გაიხსენა, სადაც საუბარი იყო გარკვეულ კვლევებზე, მათ შორის ერთ-ერთი იყო 2015 წლის ნოემბერში IFC-ის მიერ ჩატარებული კვლევა. „ამ კვლევაში დასმული იყო კითხვები ბიზნესთან მიმართებაში. 900 ბიზნესმენი გამოიკითხა მაშინ და კითხვები იყო შემდეგი: აპირებთ თუ არა თქვენი ბიზნესის გაფართოებას, აპირებთ თუ არა თქვენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რა გეგმები გაქვთ მომავალში? პასუხები, რომელიც ბიზნესიდან IFC-მ მიიღო, იყო უკიდურესად დადებითი. პრაქტიკულად ყველამ დაადასტურა, რომ აპირებს ან ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ან გაფართოებას, ან ოპერაციების გაზრდას და ასე შემდეგ. 2016 წლის მეორე კვარტალში ჩვენ მივიღეთ ამის დადასტურება, რაც იყო ძალიან სასიხარულო იმიტომ, რომ ერთია, როდესაც თქვენ გაქვთ გარკვეული კვლევა და მეორეა, როდესაც თქვენ ეს კვლევა გიდასტურდებათ კონკრეტული მაჩვენებლებით“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მთავრობისა და სამთავრობო კურსისადმი ნდობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„2016 წლის მეორე კვარტალში კერძო სექტორმა დაასაქმა 32 ათასი ადამიანით მეტი, ვიდრე ეს იყო 2015 წლის მეორე კვარტალში. მოგეხსენებათ, კვარტალი კვარტალთან დარდება ყოველთვის და 601 ათასი ადამიანი გვყავს ჩვენ დასაქმებული კერძო სექტორში, რაც ძალინ დიდი შედეგია და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ – კერძო სექტორს, ბიზნესმენებს ნდობისათვის, რომელსაც უცხადებთ ჩვენს მთავრობას და უცხადებთ იმ კურსს, რა კურსიც ჩვენ გვაქვს აღებული. როდესაც არსებობს ნდობა და ხედვა, თუ საით მიდის საახელმწიფო, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ წინასაარჩევნო წელიწადს გეზრდებოდეს დასაქმება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები