ირაკლი ალასანია: სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით

სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით – ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ”TV პირველის” ეთერში, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
‘’როდესაც თავდაცვის სამინისტროში დავიწყეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზაცია, იქ ასეთი უმძიმესი სურათი და დანაშაულებრივი ქმედებები დაგვხდა. სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. მაშინვე გადავუგზავნეთ პროკურატურას, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის დღემდე გამოძიებული. მე და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ველოდებოდით, რომ პასუხი მიგვეღო და გამოძიება მისულიყო ლოგიკურ დასკვნამდე, რათა გამოევლინათ, ვინ ავრცელებდა ამ საშინელ ჩანაწერებს. ველოდით, კონკრეტულად დაესახელებინათ, რომელი პიროვნება, ქვედანაყოფი, თანამდებობის პირი იყო პასუხისმგებელი ასეთი გაუგონარი ჩანაწერების ჩაწერა-შენახვაზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ იმ ხელისუფლებას ეკუთვნის, გასაგებია, მაგრამ კონკრეტიკაა საჭირო, კონკრეტული ადამიანები თუ არ დაისაჯნენ, სხვა დროსაც გაბედავს რომელიმე პოლიტიკური ძალა იგივეს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები