მანანა კობახიძე 26 მაისის მოვლენებზე: ეს არ იყო დაშლა, ეს იყო სისხლიანი ანგარიშსწორება მშვიდობიან მომიტინგეებზე

“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სახე, რომელმაც შეიწირა ასეულობით ადამიანი”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 26 მაისის აქციის დარბევის ვიდეოკადრებს,რომელიც პროკურატურამ დღეს გაავრცელა.
მისი თქმით, ქმედება, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ განახორციელა, მშვიდობიან მომიტინგეებზე  სისხლიანი ანგარიშსწორება იყო.
ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული.
“ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სახე, რომლებმაც შეიწირეს ასეულობით ადამიანი. აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული 26 მაისის საქმე და რაც მთავარია,იმ ადამიანების მკვლელობის საქმე, რომლებიც იმ ღამით შეეწირნენ ამ დარბევას. ეს არ იყო დაშლა, ეს იყო სისხლიანი ანგარიშსწორება მშვიდობიან მომიტინგეებზე. არ შეიძლება ამ სადისტური ძალის მობრუნება ხელისუფლებაში. როგორი წარმოსადგენია, თუნდაც ოპოზიციური პარტია ერქვას ამ დანაშაულებრივი სისტემის მესვეურებს. სიმბოლურია, რომ ახლა ჩვენ სამეგრელოში ვართ და უნდა იცოდეს სამეგრელოს მოსახლეობამ, რომ სანდრას ღიმილიანი სახის მიღმა ასეთი რეჟიმი დგას, ახალაიების და სააკაშვილის სადისტური რეჟიმი”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები